Monday, October 26, 2015

პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე



მოკლე ისტორიული ცნობები თამბაქოს შესახებ
   თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა. ქრისტოფერ კოლუმბის მოგზაურობამდე ევროპელთათვის თამბაქოს არსებობა ცნობილი არ იყო. როგორც კოლუმბმა აღმოაჩინა, ძირძველი ამერიკელები თამბაქოს ხმარობდნენ რელიგიური და სხვა დღესასწაულების დროს.

კოლუმბმა ევროპაში დაბრუნებისას თან ჩამოიტანა თამბაქოს ნიმუში, მაგრამ იმ დროისათვის თამბაქომ დიდი გავრცელებავერ ჰპოვა. ევროპაში თამბაქოს მოწევა დაიწყეს მხოლოდ 1580 წლიდან.
      საქართველოში თამბაქო შემოიტანეს XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში.

რატომ იწყებს ადამიანი მოწევას
      ამ კითხვაზე პასუხი მრავალგვარია: მოზარდების ნაწილი მოწევას იწყებს, რათა მთელ ქვეყანას დაანახოს, რომ უკვე დიდია და ამ ჟესტით საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობსახალგაზრდა გოგონები და ქალბატონები კი ხელში ანთებული სიგარეტითპოზიორობენ”. ხშირად სიგარეტის კვამლში გახვეული მწეველი წამიერ სიამოვნებას განიცდის და მცირე ხნით ივიწყებს გარშემო არსებულ პრობლემებს. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებენ, რომ ამით ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას, ახლობლებსა და მომავალ თაობასაც.
    თამბაქოს წევის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად მკვლევარები ასახელებენ ცნობისმოყვარეობას. მაგალითად, სკოლისა და სხვა სასწავლებლების უფროსი კლასებისა და უმცროსკლასელთა გამოკითხვით დადგინდა, რომ გამოკვლეულთა 25%-მა თამბაქოს წევა დაიწყო ცნობისმოყვარეობის გამოზოგი მოწევას იწყებს ამხანაგის, მშობლის ან სათაყვანებელი პირის მიბაძვით, ზოგს კი სიგარეტის მოწევით უნდა დაამტკიცოს რომ უკვე უფროსი ასაკისაა და დამოუკიდებელია. მოზარდების უმრავლესობა სიგარეტის მოწევას იწყებს მაშინ, როცა მას ამხანაგი შესთავაზებს. ახალგაზრდების უმრავლესობამ იცის თამბაქოს წევის საშიშროების შესახებ, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ეს საშიშროება მათ არ ემუქრებათდადგენილია, რომ თამბაქოს მწეველ ოჯახებში თამბაქოს მწეველ ბავშვთა რაოდენობა აღემატება 50%-, ხოლო არამწეველთა ოჯახებში მათი რაოდენობა 25%-მდე აღწევს.

თამბაქოს მავნე გავლენა ორგანიზმზე
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქოს წევის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყველა ორგანოზე და, შესაბამისად, ყველა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
        თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესის გაჩენას, კბილები ყვითლდება, ხშირად ვითარდება სტომატიტი. 
     თამბაქოს მოწევა დიდ ზიანს აყენებს არა მხოლოდ სუნთქვის ორგანოებს, არამედ მთელ ორგანიზმს. თამბაქოს კვამლი 20 მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს.


  ისინი სასუნთქი გზების ანთებას იწვევენ. გასაკვირი არ არის, რომ თამბაქოს მწეველებს ხშირად აწუხებთ სუნთქვის ორგანოების სხვადასხვა დაავადება: ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ასთმა, ტუბერკულიოზი. დადგენილია, რომ მწეველები ყველაზე ხშირად ავადდებიან ფილტვის კიბოთი. თამბაქოს კვამლი შეიცავს ნიკოტინს, რომელიც ძლიერი შხამია და განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს სისხლძარღვებს.

მოწევა ფეხმძიმობის დროს 
      ბოლო წლებში გაიზარდა მწეველი ქალბატონების რაოდენობა. შემაშფოთებელია ისიც, რომ ქალბატონების გარკვეული ნაწილი მოწევას არც ფეხმძიმობისას ერიდება, რაც ნაყოფზე უარყოფით გავლენას ახდენს.
   თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს.ფერხდება ნაყოფის განვითარებისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. ზრდის მუცლის მოშლის რისკს ან განუვითარებელი ბავშვის დაბადების საშიშროებას. თამბაქო მოქმედებს ბავშვის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ განვითარებაზეც, რადგან ბავშვის ტვინს საჭირო სისხლისა და ჟანგბადის რაოდენობა არ მიეწოდებოდა.

ასევე, არამწეველებთან შედარებით, მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა.






რატომ არისმეორადი კვამლისახიფათო?

          სიგარეტისმეორადი კვამლიშეიცავს 4 000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის, წყალბადის ციანიდს (გაზი, რომელიც აზიანებს ფილტვებს) 160-ჯერ მეტი რაოდენობით, რა რაოდენობაც მიჩნეულია სახიფათოდშეიცავს იგივე რაოდენობის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რასაც ჩაისუნთქავს თვით მწეველი
          ეს ფაქტები შემაშფოთებელია, რადგან ჭეშმარიტებას შეესაბამება. აქედან გამომდინარე, როდესაც მოწევას დააპირებთ, წამით დაფიქრდით იმ საფრთხეზე, რასაც უქმნით თქვენ გარშემომყოფთსიგარეტის პასიური მოწევისგან 2010 წელს 600 000 ადამიანი დაიღუპა მსოფლიოს მასშტაბითმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 192 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევით, პასიური მოწევა ყველაზე დიდ საფრთხეს ბავშვებისთვის იწვევს
            თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვისარამედ იმათთვისაცვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავსყოველწლიურად ასობით არამწეველი იღუპება თამბაქოს მოწამლული ჰაერის მათ ორგანიზმში მოხვედრის გამო.

      გამოიყენე კანონი შენი ჯანმრთელობის დასაცავად - ნუ იქნები პასიური მწეველი!
      ნუ იქნები გულგრილი - გაუფრთხილდი სხვის ჯანმრთელობას!


      ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი – ყოველ 8 წამში). თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად. საქართველოში მწეველთა კუთხით მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება.

რატომ უნდა დაანებოთ თავი სიგარეტს?
    მსოფლიოში, ყოველწლიურად, თამბაქოს მოწევას თავს ანებებს მილიონობით ადამიანი. მწეველთა უმრავლესობისათვის ეს პროცესი ადვილი არ არის, რადგან მათი ორგანიზმი შეჩვეულია ნიკოტინს. მიღების შეწყვეტის შემდეგ მათ უწევთ გაიარონ რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარდამავალი პერიოდი, სანამ თავს იგრძნობენ ისევე კომფორტაბელურად, როგორც გრძნობენ არამწეველები
    ადამიანი თავს დაანებებს თუ არა სიგარეტის მოწევას, მაშინვე იწყება ორგანიზმის გაწმენდის პროცესი. პირველი 24 საათის განმავლობაში ნიკოტინისა და კარბონატის მონოქსიდის დონე სისხლძარღვებში სწრაფად ეცემა.
     სიგარეტის მოწევის თავის დანებება ყველა პირობებში ძალიან ძნელია. სიგარეტის მოწევას თავს ვერ დაანებებთ, თუ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ. ამისათვის არ არსებობს რამე საუკეთესო გზა.       თუ თქვენ სცადეთ დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას და არაფერი გამოგივიდათ, არ შეშინდეთ, სცადეთ კიდევ ერთხელ, რადგან ბოლოს და ბოლოს აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.
     



იცხოვრეთ თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოში!


დაკავდით აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით!








No comments:

Post a Comment